Kilvater's Blog

June 13, 2010

Filed under: Uncategorized — kilvater @ 9:18 pm

არ არის საჭირო ბევრი სიტყვა სიმართლის სათქმელად.

რა არის სიცოცხლე? – ღამის წყვდიადში ციცინათელის გაელვება.

ბიზონის ამოსუნთქვა ზამთრის დადგომისას, ჩრდილი , რომელიც დნება დაისზე.

მიყვარს მიწა. არ მიგვიღია მემკვიდრეობით მშობლებისგან, არამედ შვილებისგან გვაქვს დროებით ნათხოვარი..

თეთრო ადამიანო! უკანასკნელ ხეს რომ მოჭრი, უკანასკნელ მდინარეს რომ დაწამლავ, უკანასკნელ ჩიტსაც რომ დაიჭერ, მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ ფული არ იჭმევა.

დაქორწინების პირველ წელს ერთმანეთს აკვირდებოდნენ გოგო და ბიჭი.
აკვირდებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ყოფილიყვნენ ბედნიერები მთელი დარჩენილი ცხოვრება. თუ არა – ემშვიდობებოდნენ და ბედნიერების ძიებას აგრძელებდნენ. იძულებით და მმჭმუნვარედ რომ ეცხოვრათ, ისეთივე სულელები იქნებოდნენ, როგორც თეთრი ადამიანი.

დიადი სული სრულყოფილი არ არის. მას აქვს ნათელი მხარე, ბნელი მხარე.
ზოგჯერ ბნელი მხარე უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე ნათელი.

შენი დუმილიც კი შესაძლოა იყოს ლოცვის ნაწილი.(ბარათაშვილსაც აქვს რაღაც მსგავსი – მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად…ჰმ. Uუცნაურია.)
ჩვენ არ გვჭირდება ეკლესიები. ისინი გვაიძულებენ, ვიკამათოთ ღმერთზე.

როცა ლეგენდა კვდება და ოცნება ქრება, ქვეყნიერებაზე სიდიადე აღარ რჩება.

ერთხელ “აიღე” სჯობია ორჯერ “ მე მივცემ”…

ჩემს უკან ნუ ივლი – შესაძლოა, ვერ გიწინამძღოლო. ნურც ჩემს წინ ივლი,
ვერ ვიქნები შენი მიმდევარი. გვერდით მომყევი, და მე და შენ ერთი მთელი ვიქნებით.

განრისხების უფლება წრუწუნასაც აქვს.

როცა იბადებოდი – ტიროდი შენ და იცინოდნენ სხვები.
ისე იცხოვრე, რომ სიკვდილის სარეცელზე შენ იცინო, სხვები კი ტიროდნენ.

ცოდნის მისაღებად არა, სიბრძის შესაძენად იღვაწე.ცოდნა – წარსულია. სიბრძნე – მომავალი.

იყოს ჩემი მტერი ძლევამოსილი და საშიში, თუ დავამარცხებ, აღარ შემრცხვება.

განვიცდი, როცა მაგონდება, რამდენი კარგი სიტყვა დაიხარჯა და რამდენი დაპირება არ შესრულდა. თეთრებთან ისინი მართავენ, ვისაც ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს.

სიკვდილიო არ არსებობს. არსებობს ერთი სამყაროდან მეორეში გადანაცვლება ( ვიძახოთ ახლა რომ მარტო ქართველებს გვაქვს სიკვდილის ასეთი და თავისებული ხედვა)
ჩემს ქვევით მშვენიერია, ჩემს ზევითაც მშვენიერია. და როცა მოვკვდები, მშვენიერების ბილიკს გავყვები(სიკვდილის გზა არ რა არის…._)

როცა დიადი სული ახალ დღეს გზავნის, ყველას უგზავნის(ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების’..)

უამრავი ხერხი არსებობს ყარდე ისევე, როგორც სკუნსი(ავსა კაცსა ავი სიტყვა…)

ხარი, რომელიც ზის.
თეთრი ღრუბელი
და სხვა ინდიელი ბელადების გამონათქვამები.

June 10, 2010

Hello world!

Filed under: Uncategorized — kilvater @ 11:34 am

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

Theme: Rubric. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.